2020-11-20 00:06:49, 267 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია
![]() პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოკლებია. ამის შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვისას“ განაცხადა. კახა კალაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ხარჯები, თითქოს, მერიის სოციალურ პროგრამებს მოაკლდა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. „ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ იმ თანხებით, რაც საახალწლო განათებებზე იხარჯება, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში და პანდემიის პირობებში, რომელსაც არ შევხებივართ, არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების გადაწევა, დაფინასების შეჩერებაც მოგვიწია, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იყო სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არცერთი თეთრი არ მოჰკლებია. ბიუჯეტის 30 პროცენტი - 350 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. არასდროს მითქვამს და არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა, უამრავ პროგრამას ვაფინანსებთ. პირადად მე, ჩემი შესაძლებლობებით, უამრავ ადამიანს ვეხმარები, არა მხოლოდ მე და მუნიციპალიტეტი, არამედ სახელმწიფო, ხელისუფლება, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ოჯახებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამდენად, რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ საახალწლოდ ქალაქი იყოს გალამაზებული, ბავშვებს გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და არ წავართმევთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ეპიდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში იგეგმება საახალწლო ღონისძიებები. „საახალწლო ღონისძიებებზე ცოტა მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, განსხვავებულ ფორმატში მოგვიწევს ამის გაკეთება. რაც მთავარია, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე გალამაზებული, განათებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-24 13:31:03 სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა 2021-01-24 13:26:16 რუსეთში კორონავირუსის 21 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 491 პაციენტი 2021-01-24 12:57:03 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 63 მილიონს შეადგენს 2021-01-24 11:25:44 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 2021-01-24 11:18:00 კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, ხოლო 30 აჭარაში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი
დღის თემა
|