19:27 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 14:07:03, 542 ნახვა

კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელის განცხადებით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას არჩევნების საკითხი არ განუხილავთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ პროგრამების მენეჯერის, გია გვილავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების განხილვა არ მომხდარა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულების პერსპექტივაზე საქართველოში.

„არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა. მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს სისტემაში. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორ ინიშნებიან სისტემაში. ყველა გახმაურებულ საქმესა და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში და ვთხოვეთ კონკრეტული გზები.

მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია მიხეილ ჩინჩალაძისთვის და ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობაა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, - განაცხადა გიორგი გვილავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics