21:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 14:55:37, 4544 ნახვა

ომი უკრაინაში
„აზიის განვითარების ბანკი“ Covid-19-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის წევრ ქვეყნებს 20.3 მლნ დოლარს გამოუყოფს

„აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) კორონავირუსის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის წევრ ქვეყნებს 20.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარება გამოუყო.

ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ADB-ის განვითარებადი წევრებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სისტემების შეფასებისა და ქვეყნის მზაობის გეგმის განსავითარებლად.

ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება, შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად კარგად იმუშავა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხური უსაფრთხო, ეფექტური და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ვოჩონგ უმმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გრანტით, ADB-ის შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება.

ამასთან, ADB ტექნიკურ დახმარებას UNICEF-თან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს, რომელსაც COVAX-თან, Gavi-სთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა სააგენტოებთან კოორდინაციის საშუალებით გეგმავს.

აღნიშნული თანხიდან 20 მილიონ აშშ დოლარს აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300 000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics