|
2020-11-13 17:57:28, 1543 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის რომელიმე ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, საქართველო 700 000-დოზას მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც კორონავირუსის რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 700 000 ადამიანის საჭირო დოზას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებობს დაახლოებით 5-მდე ვაქცინა, საიდანაც სამს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი. „ბოლო კვირაში კორონას ერთ-ერთი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთი გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Pfazer-ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-მდე დამცველობა აქვს. დიდი ალბათობით, არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ. სხვადასხვა კომპანიებს შეკვეთილი აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოებს დაახლოებით 8 მილიარდ ნახევარი დოზა ვაქცინისა. თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც დღეს არის კვლევების ფაზაში არის ორჯერადი გამოყენების. აქედან რომელს მიიღებს საქართველო გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. რომელი ვაქცინაც დამტკიცდება, იქნება ეს გერმანული წარმოების, ბრიტანული, ამერიკული თუ სხვა წარმოების, იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ამ „კოვაქსთან“ ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველო. საქართველომ უკვე პირველი ოთხი მლნ დოლარი გადარიცხა „კოვაქს“ პლატფორმაზე და დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის სამყოფი დოზა ვაქცინისა. ეს ჯდება დაახლოებით, 17 მლნ დოლარამდე. როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტოს (FDA), ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება დაახლოებით 700 000 ადამიანი. პირველ რიგში, ესენი იქნებიან რისკ-ჯგუფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)