2015-09-24 13:07:13, 472 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი და გიორგი კანდელაკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი, კომიტეტის სხდომაზე, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონს განიხილავენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც წულუკიანმა გიორგი კანდელაკი ქვეყანას სახელს უტეხავს. მისივე თქმით, ვერც ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი ამბობდა, რომ მან მეილის მისამართი შეცვალა, რათა კანდელაკისგან შეტყობინებები აღარ მისვლოდა.
„სადაც კი მივდივარ მივლინებაზე, ყველამ იცის თქვენი გვარი. ერთი მაღალჩინოსანი მეუბნება, რომ „მეილის მისამართი შევიცვალე, რათა კანდელაკის შეტყობინებები აღარ მომსვლოდა. დავიღალე კანდილაკის ტყუილებით“, - განაცხადა წულუკიანმა
კანდელაკმა თავის მხრივ მინისტრს მოუწოდა, რომ ეთიკის ნორმები დაიცვას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან