21:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 14:09:00, 632 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - შეზღუდვის მანისფესტანტებზე გავრცელებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას

შეზღუდვის მშვიდობიან მანისფესტანტებზე გავრცელებით ივანიშვილი გვეუბნება, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს 6 საათზე განახლდება მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტის წინ, ხოლო 3 მოთხოვნა რჩება უცვლელი: ხელახალი არჩევნების ჩატარება, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტმატიმრების განთავისუფლება.

„ჩვენ ვაგრძელებთ დღეს პროტესტს, 6 საათზე პარლამენტთან განახლდება პროტესტი, დანარჩენ გეგმებზე უკვე პარლამენტთან ვისაუბრებთ, რადგან როდესაც ასეთი ტიპის პროტესტი იგეგმება მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იქნას გახმოვანებული მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი, ეს არის ხელახახლი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავჯდომარის გადაყენება და ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ახალი წესების მიღება. მესამე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების განთავისაუფლება, ამას უკვე დაემატა გუშინ დაპატიმრებული ადამიანებიც, რომლებიც ასევე უკანონოდ არიან დაპატიმრებული.

რაც შეეხება შეზღუდვას, ეს შეზღუდვა, რომელსაც არ დაარქვეს კომენდანტის საათი, ეს არის რეალურად პოლიტიკური მიზნით შემოღებული შეზღუდვა და ვერაფრით ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე კონსტიტუციით გარანტირებული თავისაუფალი შეკრების უფლება, ამიტომ,ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მშვიდობიანი მანიფესტანტები და გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს.

თუ ამას გაავრცელებს, ეს ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი დგას უფრო მაღლა, ვიდრე კონსტიტუცია, რაც არის აბსოლიტური სიგიჟე და ამ შემთხვევაშიც, ვიცით რა, ივანიშვილი რა მდგომარეობაშიც იმყოფება ეხლა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს. აღნიშნულ ქალაქებს მიეკუთვნებიან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. შეზღუდვა მოქმედებს როგორც ქვითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics