21:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-05 12:21:18, 572 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე ხელისუფლებაზე - თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით საპროტესტო მუხტს გააჩერებენ, ძალიან ცდებიან

თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც გაყალბებული არჩევნების გამო გაჩნდა ქვეყანაში, ძალიან ცდებიან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საკითხს.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ აქტივისტების დაკავებაზე ყველაზე კარგი პასუხი 8 ნოემბრის აქცია იქნება.

„ჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც ერთი საჩივარი არ განიხილონ და პრაქტიკულად, არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ აქტივისტების დაკავება. მათ თუ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაკავებით გააჩერებენ იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გაჩნდა გაყალბებული არჩევნების გამო, ძალიან ცდებიან. ამაზე ყველაზე კარგი პასუხი იქნება ის, რაც მოხდება 8 ნოემბერს. რამდენი ადამიანიც გამოვა კარგად დაინახევენ და იქნება ის პროტესტი, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ დასრულდება წარმატებით. ამ შემთხვევაში, წარმატება არის განმეორება ამ არჩევნების ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით და ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics