|
2018-07-05 18:03:00, 550 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო სიების სრულყოფისათვის მუშაობა გრძელდება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღებაა. „ბაზაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება გარდაცვლილი პირების მონაცემები. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები კარდაკარ დადიან საზღვრისპირა სოფლებში და საჭიროების შემთხვევაში გარდაცვალების ოქმს ადგილზე ადგენენ. არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება სააგენტოს და მონაცემთა ბაზაში, შემდგომ საარჩევნო სიაში რჩება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერები. სააგენტოს წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ხაზთან, სოფელ ქვეშში, ორ ოჯახში მივიდნენ და მოქალაქეების გარდაცვალების ოქმები ადგილზე შეადგინეს. 2018 წელს მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გამოვლენილია და მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 585 გარდაცვალების ფაქტი, აქედან 101 მოქალაქე გარდაცვლილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან 7377 გარდაცვლილი პირის მონაცემებია ამოღებული. „საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2018 წლის შემოდგომამდე გაგრძელდება. სააგენტომ პროექტი სწორედ იმ მიზნით შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე, მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)