04:57 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 18:49:40, 856 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო.

„ელექტრონული სერვისები თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს; მნიშვნელოვანია ქაღალდის დოკუმენტბრუნვის შემცირება და დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხის ამაღლება.

დღემდე საქართველოში დანერგილი იყო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც განკუთვნილი იყო ფიზიკური პირებისათვის. დღეიდან კვალიფიციური სანდო მომსახურება, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სახით, უკვე ორგანიზაციებისთვისაცაა ხელმისაწვდომი.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ორგანიზაციას საშუალებას აძლევს:

• შექმნას მომხმარებლებზე ორიენტირებული დისტანციური პროდუქტები, უსაფრთხოების და სანდოობის უმაღლეს სტანდარტებზე დაყრდნობით;

• განახორციელოს ისეთი, ტრანზაქციები რომლებიც აქამდე უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად ითვლებოდა;

• ამოიღოს ქაღალდი საქმისწარმოებიდან, დაზოგოს დრო და რესურსები.

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის სისტემის უსაფრთხოება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებითაა უზრუნველყოფილი“, - აცხადებენ სააგენტოში.

დეტალური ინფორმაციისთვი იხილეთ ბმული: http://sda.gov.ge/?page_id=13294

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics