|
2020-10-30 13:57:48, 488 ნახვა
კომენტარი
DRI: წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების და კონკრეტული სასულიერო პირების მონაწილეობა შეინიშნება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას 2020 წლის 15 ოქტომბრიდან აკვირდება, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონიტორინგის შედეგები 15 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებსაც ეყრდნობა. დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ. მეორე მხრივ, კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან როგორც პირდაპირ მოწოდებებს საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ (ან საწინააღმდეგოდ), ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩეველის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები დაფუძნებულია საყოველთაობის, ფარულობის, თანასწორობის და თავისუფლების პრინციპებზე. ამომრჩეველმა თავისი გადაწყვეტილება - რომელ პოლიტიკურ ძალას ანდოს ქვეყნის მართვა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა მიიღოს. საქართველოს საარჩევნო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობას. შეზღუდვა არ ვრცელდება სასულიერო პირებზე. თუმცა, რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტიდან გამომდინარე, სასულიერო პირის მიერ გაწეულმა აგიტაციამ, შესაძლოა ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე ზეგავლენა იქონიოს. 2020 წლის 1 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტიის „ქართული იდეა“ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც. 1-ლი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის დაკვირვებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციის არანაკლებ რვა შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)