|
2020-10-30 13:01:13, 709 ნახვა
კომენტარი
ცეზარ ჩოჩელი - დღეს, ჩვენი დიდგორი და ბასიანი 31 ოქტომბერია!
"დღეს, ჩვენი დიდგორი და ბასიანი 31 ოქტომბერია!" - ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების"ერთ-ერთმა ლიდერმა, ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა. ჩოჩელი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მოქალაქეონრივი ვალი მოიხადონ. "ნურავის მისცემთ უფლებას დაგამციროთ და კიდევ, ოთხწლიანი დუმილის, სიღარიბის, უიმედობის, უძრაობის სანაცვლოდ, არჩვენების წინ გაგაჩუმოთ ას ლარად! ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენი და თქვენი შვილების მომავალი იყიდოს გროშებად, მაშინ როდესაც, უკვე წაგართვეს რვაწლიანი განვითარების, უკეთესად ცხოვრების გარანტია! დღეს, ჩვენი დიდგორი და ბასიანი 31 ოქტომბერია! მოდით, ამჯერადაც ერთად ვიბრძოლოთ, ერთად შევქმნათ უკეთესი ხვალინდელი დღე, როცა შესაძლებელი იქნება ღირსეული, ადამიანური ცხოვრება. სამუშაო ადგილები, სტაბილური შემოსავლები. ბოლოს და ბოლოს ერთად მოვინდომოთ და დავამარცხოთ ქვეყნის და თითოეული ადამიანის ყველაზე დიდი მტერი -სიღარიბე, უკანონობა, უსამართლობა! ჩემო მეგობრებო, 31 ოქტომბერი ჩვენი სამშობლოს გზაჯვარედინია, საიდანაც ერთი გზა მიდის პროგრესისკენ, უკეთესი მომავლისკენ, ძლიერი, თავისუფალი საქართველოსკენ, შეძლებული ოჯახებისკენ და განათლებული, ლაღი მომავალი თაობებისკენ. მეორე გზას კი, ოკუპანტ, რუსულ იმპერიას დამორჩილებული, ხალხისგან დაცლილი, გაღარიბებული რეგიონების, სოფლების, სხვისი ხელის შემყურე ოჯახების, უპერსპექტივო მომავალი თაობების მქონე კრიმინალური საქართველოსკენ მიდის. იმისთვის, რომ მომავალში ვეღარავინ შეძლოს თქვენი დაშინება და შანტაჟი, იმისთვის რომ გვქონდეს თავისუფალი, წარმატებული სამშობლო, ღირსეული ხელფასი, ღირსეული პენსია, ძლიერი ოჯახები, გყავდეთ ლაღი და მომავლის მქონე ბედნიერი შვილები - 31 ოქტომბერს, აუცილებლად მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მოდით არჩევნებზე! საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემით, ჩვენ, ერთად, პირველ რეალურ ნაბიჯს გადავდგამთ დასახული მიზნის მისაღწევად. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ხმის მიცემით და მერე მისი დაცვით, თქვენ ხმას აძლევთ და იცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, წარმატებას, თქვენი და თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს!" - განაცხადა ჩოჩელმა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)