22:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 11:46:04, 886 ნახვა

კომენტარი
გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს!

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიეცემა.

გიორგი ლომიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს 8 ნომერი, რადგან "პატრიოტთა ალიანსი" სწორედ ის ძალაა, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს და რომელსაც ულტიმატუმს ვერავინ წაუყენებს.

"ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ყველა იმ დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას, რომელზეც დღესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურას სადღაც თაროზე აქვს შემოდებული. რატომ უდევს ეს საქმეები თაროზე?! ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ. როდესაც ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, რაიმე არეულობის მომწყობი არავინ იქნება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, რომ თუ რაიმე სერიოზული დაბრკოლება არ არსებობს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ ნომერი 8! ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის! რატომ უნდა მოვიდეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებაში? ისეთი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას, რომელსაც ულტიმატუმს ვერ წაუყენებ და ვერ ეტყვი, რომ შენი ანგარიშები გაიყინება თუ არ შეასრულებ იმას, რასაც გეუბნები, ან მოგიწყობ ფერად რევოლუციას და ჩამოგაგდებ და ა.შ. ასეთი ძალა უნდა მართავდეს ქვეყანას!", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

https://www.youtube.com/watch?v=aqA8n-ibQXA





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics