2015-09-22 15:32:39, 475 ნახვა
პოლიტიკა
ვიკტორ ორბანი: მიგრანტები, უბრალოდ, წაგვლეკავენ
მიგრანტები ევროპის კარს ამტვრევენ, ამიტომ ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია სჭირდება.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიკტორ ორბანმა განაცხადა.
„მიგრანტები, უბრალოდ, წაგვლეკავენ. ისინი ჩვენს კარზე კი არ აკაკუნებენ, არამედ ამტვრევენ და ნამსხვრევეი თავზე გვეყრება. ჩვენი საზღვრები საფრთხის ქვეშაა. უნგრეთს, ისევე როგორც მთელს ევროპას, საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ორბანმა.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროს მიგრანტების წინააღმდეგ ჯარის გამოყენების უფლება მისცა. სამხედროებს მიგრანტების წინააღმდეგ არალეტალური იარაღის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის გამოყენება შეეძლებათ.
მანამდე, პარლამენტმა უნგრეთის საზღვრის უკანონო კვეთისთვის პასუხისმგებლობა გაამკაცრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან