18:22 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-25 12:42:53, 556 ნახვა

კომენტარი
პენიტენციური სამსახური ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს სპეციალური პენიტენციური, - ამის შესახებ განაცხადეს უწყებაში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

" სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი. სიუჟეტში ითქვა, რომ "პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი." სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი. რეალურად ბრალდებული, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, პენიტენციურ სისტემაში 2020 წლის 7 ივნისს მოთავსდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანისას, მან აღნიშნა, რომ მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული, იღებდა 80 მგ მეთადონს. შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია ნარკოლოგის კონსულტაცია, ჩაერთო მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამაში და თავდაპირველად დაენიშნა 80 მგ მეთადონი, თუმცა გარდაცვალების მომენტისთვის (დაკავებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ) იგი უკვე იღებდა 3 მგ-ს. ეს არის ის დოზა, რომლითაც დეტოქსიკაციის პროგრამა სრულდება. შესაბამისად, ნარკოტიკული შიმშილის და ამ ნიადაგზე ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია და პატიმრის სუიციდის საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ ტელეკომპანიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებული არა კარანტინის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მოთავსებული, თუმცა ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციური სამსახური თავს იკავებს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან. ასე მოიქცა სამსახური მაშინაც, როდესაც დაგვიკავშირდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვინაიდან არ იცოდა არც იმ პატიმრის ვინაობა, ვიზეც სიუჟეტს აკეთებდა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა ამ მონაცემებს, რაც სამსახურმა არ გასცა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა სიუჟეტი ისე მოამზადა, რომ ვერც პატიმრის ვინაობა გაარკვია და ვერც მოცემული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიუჟეტის ავტორისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები წამოეყენებინა პენიტენციური სამსახურისთვის და უარყოფითად დაეხასიათებინა გარდაცვლილი. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის, ასევე მოცემული პირის უფლებებიც სრულად იყო დაცული, მას მიეწოდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის სუიციდს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფაქტის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც მომხდარზე დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში იქნება საჭირო. ითარების დონე, ადამიანის მოთხოვნებისა და მათი დაკმაყოფილების თანაფარდობას ეფუძნება. თანამედროვე პოლიტიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ სახელმწიფოსა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ძალისხმევა არ არის საკმარისი. არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციების უშუალო ამოცანა მათივე წევრებისა და საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილებაა. ამ მიმართულებით, ისინი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე აქტიურად ზემოქმედებენ. პოლიტიკური რეჟიმი სახელმწიფოს ფორმას უკავშირდება, ამიტომაც სახელმწიფო (პოლიტიკური) რეჟიმის სახეებიც მრავალფეროვანია. სიმრავლე გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოს განვითარების თითოეულ ისტორიულ ეტაპს თავისი პოლიტიკური რეჟიმი შეესაბამება. ერთგვარი ისტორიული ტიპის სახელმწიფოების შიგნით პოლიტიკური რეჟიმები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველაზე უფრო ზოგადი კლასიფიკაციით ერთმანეთისაგან შეიძლება განვასხვაოთ დემოკრატიული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმები. დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმისათვის დამახასიათებელია: ხელისუფლების ფორმირებაში ხალხის რეალური მონაწილეობა, მოქალაქეთა ფართო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, მათი განხორციელების რეალური კონსტიტუციური გარანტიების არსებობა; ასევე, პოლიტიკური პლურალიზმი და მოსახლეობის ფართო ფენების მოთხოვნების აღიარება. სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესწყობილების დემოკრატიული განვითარება სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის სრულიად განსხვავებულ მოდელებს იძლევა. ანტიდემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი - უპირველეს ყოვლისა, ესეთი რეჟიმისთვის დამახასიათებელია ერთი პარტიის არსებობა. ასეთი პარტიის იდეოლოგია ერთადერთ ოფიციალურ და მისაღებ იდეოლოგიას წარმოადგენს. არ არსებობს პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები ან მათი განხორციელების რეალური საკანონმდებლო გარანტიები. კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს ძალადობა ასრულებს. დემოკრატიული გულისხმობს სახელმწიფო რეჟიმის ისეთ სახეს, რომელიც აკმაყოფილებს მინიმუმ, შემდეგი ხასიათის მოთხოვნებს: ხელისუფლების ორგანიზება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით; ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით ხელისუფლების შეზღუდვა; ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმი- საწვდომობა; კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების შერწყმა; რეალური პოლიტიკური პლურალიზმი; ტოლერანტობა; დინამიური, აღმავალი ეკონომიკური განვითარება. ლიბერალური პოლიტიკური რეჟიმი - ლიბერალური პოლიტიკური რეჟიმი XX საუკუნის იდეოლოგიას ეყრდნობა, რომელიც თავისუფლებისა და თანასწორობის დაახლოებას ცდილობს. ამ იდეოლოგიის მთავარი მიზანია პიროვნების თავისუფლების დაცვა, საბაზრო მეურნეობა, სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა ეკონომიკის რეგულირებაში. ლიბერალიზმის მისია შემდეგში მდგომარეობს: საერთო სიკეთის მისაღწევად ბრძოლა და საყოველთაო კეთილდღეობის მქონე სახელმწიფოს აშენება. ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი - ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი რეალურ ან პოტენციურ ძალაზე დამყარებულ შეუზღუდავ ძალაუფლებას გულისხმობს. ამ რეჟიმისათვის დამახასიათებელია არჩევნების, პლურალიზმის ფორმალურობა; ეკონომიკაში ჩაურევლობის ფასადურობა, რაც ხელისუფლების იმიჯისთვის გამოიყენება, ხოლო ხალხი, სინამდვილეში, მთლიანად ხელისუფლების მიერ კონტროლდება. სახელმწიფო რეჟიმის ეს ფორმა, პოლიტიკურ სფეროში, ხალხის სრულ და უსიტყვო მორჩილებას ითვალისწინებს. ეკონომიკურ სფეროში თავისუფლების გარკვეულ არეალს ინარჩუნებს – არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო საქმიანობას. ტოტალიტარული სახელმწიფო რეჟიმი - ტოტალიტარული სახელმწიფო რეჟიმი ანტიდემოკრატიული სახელმწიფო რეჟიმის სახეა, რაც ხელისუფლების საზოგადოებასა და პიროვნებაზე სრულ კონტროლს გულისხმობს. ამ ტიპის რეჟიმისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობა. ტოტალიტარიზმი მსოფლიო პოლიტიკურ პრაქტიკაში გამოვლინდა ფაშიზმის, ნაციზმის, სახელმწიფო სოციალიზმის, ისლამური ფუნდამენტალიზმის სახით", - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics