|
2020-10-21 19:38:14, 735 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: იმის ნაცვლად რომ გამოსავალი მოძებნონ, აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მძევალი ენმ-ს მხარდამჭერია - წარმოუდგენელია ეს
მთელი ერი და ბერი მსგავს ვითარებაში გაერთიანებულია, ამ დროს კი პოლიტიზირებული შსს ავრცელებს განცხადებას და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი ზუგდიდში, გაუქმდა „ჩვენი ემოციები და ფიქრები მიმართულია მათკენ, უბრალოდ არ შემიძლია არ ვთქვა და ხაზი არ გავუსვა ხელისუფლების კადნიერება ალბათ ყველაზე რბილი შესაბამისი სიტყვაა, რომელიც ახლა მაფიქრდება, იმის ნაცვლად, რომ სწრაფი ოპერტიული გამოსავალი მოძებნოს შსს-მ , მთავრობას, იგი თავიდან ბოლომდე ჭირშიც კი ანსხვავებს თავის მოქალაქეს და მძევლებს შორის ახდენს მისსა და სხვის მხარდაჭერების იდენტიფიცირებას, მგონი მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მთელი ერი და ბერი არის ხოლმე მსგავს ვითარებაში გაერთიანებული და ლოცულობს, რომ უსიხლოდ დასრულდეს ოპერაცია, ამ დროს ჩვენი პოლიტიზირებული შსს ავრცელებს განცხადებას და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. მე ვფიქრობ, ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება, წარმოუგენელია ეს“, - განცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)