19:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:40:59, 523 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინა და წესების დაცვა არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, ეკონომიკა კი არ გავანადგუროთ, არამედ, პირიქით, გავაძლიეროთ

წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ, ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად ყველაფერი კეთდება, თუმცა ამის მიუხედავად, შემთხვევების მატება იქნება.

„ასეთი მატება იყო მოსალოდნელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღის პირობებში ინფიცირებულების ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ  ამ ზრდის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო 6-7 თვის წინ, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების, და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics