09:49 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 14:42:32, 977 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ვარკეთილში სამხედრო ქალაქში ბინების მშენებლობის პროცესს გაეცნო

ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. წლის ბოლომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში N13 და N15 კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად, ორივე კორპუსში მიმდინარეობს შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო, გადატიხვრისა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. წლის ბოლოს ბინები სამხედროებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება. კორპუსები აღჭურვილი იქნება სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, კეთილმოეწყობა და გამწვანდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ  პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა 1374 პირს.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის უწყების განახლებული სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics