2020-10-17 13:30:06, 985 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს
„პატივცემულო ვეტერანებო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულო და ერთგულო დამცველებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე! თქვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ბრძოლის ველზე ერთგულად ემსახურეთ ქვეყანას, საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას და გააგრძელეთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების მხედრული ტრადიციები. ამიტომ თქვენი პატივისცემა ჩემთვის ნიშნავს იმ ღირებულებების დაცვას, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლო, მისი ერთიანობა და თავისუფლება. ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობები. მე ქედს ვიხრი თქვენი დამსახურების წინაშე. ქედს ვიხრი იმ მამაცი მეომრების, თქვენი თანამებრძოლების წინაშე, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა, მაგრამ მათი გმირობა და თავდადება დარჩა, რომელიც სამაგალითოა თითოეული პატრიოტი მოქალაქისთვის. თქვენ გჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო ვალშია თითოეული თქვენგანის წინაშე. მინდა გითხრათ რომ თქვენი შემართება, შრომა და სამშობლოს სიყვარული უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|