|
2020-10-17 13:24:17, 514 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი:ყველა ის დამნაშავე, ვინც ეს სიბინძურე და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, იქნას მიცემული პასუხისგებაში და უმკაცრესად დაისაჯოს
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ საზღვარზე დავით გარეჯის სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების ქმედებებზე „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის საერთო ეროვნული საკითხი და ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებას ჩაიდენს, პასუხისგებში უნდა მიეცეს და უმკაცრესა დაისაჯოს. „ეს საქმე არის საერთო ეროვნული საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. მთელი გუნდი არის ამ პათოსით გამსჭვალული. როდესაც ორგანიზაცია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში სხვა მესამე უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია გაუქმდეს და ყველა ის დამნაშავე, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე ეს სიბინძურე და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, იქნას მიცემული პასუხისგებაში და უმკაცრესად დაისაჯოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დავით გარეჯის სადავო საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციის წინასწარ დასკვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე მზადაა დიალოგისთვის: „აბსოლუტურად ნეიტრალური, ობიექტური, მიუკერძოებელი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც წინასწარი დასკვნა დადო, თქვა, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ და მხოლოდ 1938 წლის რუკა ამ შეთანხმების დროს. ადამიანი რომ გეტყვის მოღალატე ხარო და შენ პასუხს არ სცემ, არგუმენტირებულად გისაბუთებს, რომ მოღალატეა ეს ადამიანი და იქიდან არავითარი კონტრარგუმენტი არ არსებობს, ეს ჩემთვის არის უკვე ნათელი, ისინი ამას ღებულობენ როგორც არის. ჩვენს ამ რადიკალურ თუ მტრულ, ანტიეროვნულ ძალას, მოღალატეთა გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზანი, მათი მცდელობა რაც იყო თავიდანვე, როდესაც აწიეს ტემპერატურა, რომ ეს რა ხდება, აზერბაიჯანთან კონფლიქტს იწყებთ, ეს რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ, რადგან თვითონ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა ჰაჯიევმა - ვიმსჯელოთ და ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ მზად არიან დიალოგისთვის“.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)