2020-10-16 15:50:21, 1137 ნახვა
სამხედრო
თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გახსნეს
სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება. ახალი შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნეს. მინისტრები ახალი საამწყობრო საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნენ და განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება. ახალი საამწყობრო საწარმო საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაათვალიერეს, რომლებიც “დელტასა”და “თბილავიამშენში” სტაჟირებას გადიან. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, „თბილავიამშენსა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აგვისტოში გაფორმდა, რაც ყოველწლიურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ახალ საამწყობრო საწარმოში საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების რემონტი მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მი-24-ების გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1 „იროკეზის“ ტიპის და L-39 სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - საფრენი აპარატების ავზებისა და რეზინის ნაკეთობების საწარმოს კაპიტალური რემონტი, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სამრეცხაო უბნის მშენებლობა-მოწყობა, სხვადასხვა საამქროების მაღალი ხარისხის სახურავებით გადახურვის პროცესი და სხვა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|