|
2015-09-19 13:04:50, 542 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ამ დროისთვის 19 200 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს გაეცნენ. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კომპანიების - შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, შპს „მეღვინეობა გრანელი“, სს „კოტეხის ღვინის ქარხანა“ და სს „გურჯაანი 1929“ - ქარხნები დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანიები რთველის დაწყებიდან ჩართული არიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში და შეუფერხებლად განაგრძობენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას. ოთარ დანელია ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და საწარმოებში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვინაიდან რთველი აქტიურ ფაზაში შედის და კახეთის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე ათას ტონას აღწევს, მნიშვნელოვანია საწარმოების მხრიდან მევენახეების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს. აუცილებელია ყურძნის მიღება ქარხნებმა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს. მინისტრი ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს გაესაუბრა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მევენახეებმა აღნიშნეს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლონ. აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერს (ერთ დღე-ღამეში) კახეთის რეგიონში 4 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. 19 სექტემბრის 12:00 სთ-ის მდგომარეობით, გადამუშავებულია 19 200 ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 10,5 მლნ ლარს გადააჭარბა. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 33 ღვინის მწარმოებელი კომპანია.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)