|
2020-10-12 13:05:06, 1693 ნახვა
ომი უკრაინაში
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისში აღინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება ლოკალური და წერტილოვანი მიდგომები, როგორი პრაქტიკაც გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი. საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. საბჭომ განიხილა სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და მდგომარეობა საბავშვო ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებთან მიმართებაში, როგორც სკოლებში, ისე ბაღებში, დაუყოვნებლივ ლოკალურად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და აღნიშნული მიდგომა შენარჩუნდება. რაც შეეხება აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებას, სპეციალისტების შეფასებით, ის ნელ-ნელა სტაბილურდება, თუმცა ამ ეტაპზე რეგიონში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და სისტემური ტესტირებების პროცესის მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში სრული მობილიზაციაა და საკმარისი რესურსიც არსებობს, კლინიკური მართვის გაძლიერების მიზნით კი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის გარდა, შეიქმნა დამატებით რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში მყოფი კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც შეეხება მიზნობრივ და სისტემურ ტესტირებას, საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, როგორც მაღალი რისკის ჯგუფს, 72 საათში ერთხელ PCR-ტესტირება ჩაუტარდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 6 538 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 92 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 1393 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)