|
2020-10-11 11:13:38, 765 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ ვაისი - სომხეთთან შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც არ უთამაშიათ
„სომხეთთან შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც არ უთამაშიათ“ , - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან კაკაბაძე და კაშია, ტრავმების გამო. „ერთა ლიგის შეხვედრაში არაერთი ცვლილება იქნება. ტრავმის გამო კაკაბაძე გამოგვაკლდა, ასევე გურამ კაშია. ისინი უახლოეს დღეებში კლუბებში დაბრუნდებიან და მომდევნო მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშისთვის მოემზადებიან. წინა მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს ვგეგმავთ, შანსი მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში არ უთამაშიათ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან“ , - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა. ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)