|
2020-10-08 16:22:23, 693 ნახვა
კომენტარი
მღვდელ-მონაზონი კირიონი დავით-გარეჯის საქმეზე: რომ არა ირაკლი ღარიბაშვილი, არ ვიცი ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა
მღვდელ-მონაზონმა კირიონმა ქართული არხის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მან ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პრემიერობის დროს დეტალურად დაინტერესდა დავით გარეჯის თემით. „ირაკლი ღარიბაშვილის სამადლობლად უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მან პირად საქმედ აქცია. ერთია, რომ პრემიერი ხარ და გევალება, მაგრამ არის ადამიანური დამოკიდებულებაც. მაშინ პრემიერს წარვუდგინეთ მასალები და ვთხოვეთ, რომ პირად დონეზე მოკვლევა გაეღრმავებინა. პრემიერის დავალებით, შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ და აღნიშნული საკითხის მოკვლევა დაიწყეს “, - აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა კირიონმა. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, პროცესი შეჩერდა. „ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი მქონდა. რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, არ ვიცი ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა. მისი პოლიტიკაში დაბრუნებით კავშირები აღდგა“, - განაცხადა სასულიერო პირმა. მამა კირიონის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის იურიდიული და ფაქტობრივი მხარე დეტალურად გააცნო ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პრობლემით დაინტერესდა და მხარდაჭერა აღუთქვა. „არსებული სიტუაციის ფონზე, დავინახეთ იურიდიული რუკის საჭიროება, რაშიც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო. მან არნახული სიკეთე გაუკეთა თავის სამშობლოს და ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს უკვე დედანი, დამოწმებული რუკა“, - აღნიშნა მამა კირიონმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)