|
2020-10-07 20:01:44, 739 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი დაკავებულ ექსპერტებზე - ეს არის ძალიან დიდი რისკი და ემსახურება რუსეთის ინტერესებს
„ეს არის ძალიან დიდი რისკი და ემსახურება რუსეთის ინტერესებს“ , - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ექსპრესნიუს“ განუცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ტერიტორიული ომი მიმდინარეობს ორ მეზობელს შორის, აზერბაიჯანისადმი მზაგვსი პოლიტიკა ძალიან სახიფათოა. „ეს არის ძალიან დიდი რისკი, იმიტომ, რომ ეს ამძიმებს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ვითარებას. მაშინ როდესაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ომი და დამატებითი პრობლემის შექმნა და განაცხადი, რომ ჩვენმა რომელიღაცა ხელისუფლება, ამას არ აქვს მნიშნელობა რომელმა, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოთ გადასცა ტერიტორია აზერბაიჯანს უადგილოა. გამოდის, რომ ტერიტორიული ომის დროს აზერბაიჯანს ჩვენ ვთხოვთ დაგვიბრუნოს ტერიტორია, ეს ძალიან სახიფათო განაცხადია და რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებს ემსახურება. რუსეთის ინტერესია, რომ რეგიონში პრობლემები გაღრმავდეს და როდესაც, რუსეთის ინტერესები მუდმივად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ინტერესებსა და გადაწყვეტილებებს ყველასთვის გასაგებია რომ ამ პარტიის უკან დგას რუსეთი, ის ახორციელებს „ქართული ოცნების“ გამოყენებით საქართველოში ნებისმიერ ქმედებას. აზერბაიჯანს ჰქონდა საკმაოდ ფრთხილი და კორექტული რეაქცია, მათ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ამის მომხრეები არიან. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას რაც შეეხება, იმედი ვიტოვებ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება ხელისუფლება და აღვადგნეთ იმ სტრატეგიულ ურთიერთობას აზერბაიჯანთან, რომელიც მრავალი წელია გვქონდა“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)