|
2020-10-05 16:07:59, 504 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე გარეჯის საქმეზე - გამოძიება ყოვლად უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებულია
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, პროკურატურის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული. „ეს გამოძიება არის ყოვლად უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული. არავის არ ჯერა, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უცბად რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გახეთქა თავდაცვის სამინისტრომ და სუს-მა, საქმე რომელიც თურმე ეხება საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემას მეზობელი ქვეყნისათვის. ჯერ ერთი არასწორია და ესეთი რეალობა არ არის და არის აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი თემა და მეორე, არის წმინდა პოლიტიზირებული თემა და ბუნებრივია, ამ ყველაფრის უარყოფითი შედეგი მარტო ის კი არ იქნება, რომ საზოგადოება შედის შეცდომაში, უფრო სწორად ცდილობს ივანიშვილი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არამედ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესზე თვითონ დავით გარეჯის საკითხზე, ეს კი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომლისთვისაც თავის ძალაუფლება უფრო წინ დგას, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აცხადებს კაპანაძე.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)