00:43 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 14:10:45, 623 ნახვა

საზოგადოება
ხმაური თბილისის მერიასთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

თბილისის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე იყო დაპირისპირებაც.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტები პარტიისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვდნენ. აქტივისტებს მერიაში განაცხადის შეტანა უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციაზე რამდენიმე ატივისტიც დააკავა.

აქციის მონაწილის განცხადებით, პოლიციელებმა აქტივისტები უკანონოდ დააკავეს.

"ასე გამოიყვანა კალაძემ თავისი ხელის ბიჭები. დააკავეს ჩვენი თანამებრძოლები. ყველანაირი ხერხით, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ის ჯარიმები, რომლებიც ჩვენ უკანონოდ დაგვიწერეს საარჩევნო კამპანიის დროს, გააპრავონ. წაიყვანეს ჩვენი თანამებრძოლები. თან ისე წაიყვანეს, რომ ყველაფერი გახადეს, გაიტაცეს. მივმართავ კალაძეს, ღირდა ამად?", - განაცხადა აქტივისტმა.

ადგილზე იმყოფება "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეც, რომელიც აცხადებს, რომ "ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს". 


 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics