|
2015-09-17 22:51:41, 792 ნახვა
სამართალი
უგულავას საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ სასამართლოში დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ დღეს დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი და ბრალდების მხარე შეიზღუდა. პროკურორებმა მოსამართლეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად, დამატებითი დრო მოსთხოვეს. თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გასაცნობად, საკმარისი დრო ჰქონდათ მიცემული. პროკურორებმა საქალაქო სასამართლოსგან, კანონით დადგენილი მათივე უფლებების რეალიზაცია მოითხოვეს. "შეუძლებელია ორ საათში სრულად გაცნობა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელთან დაკავშირებითაც მოსამართლე 4 თვე მუშაობდა. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პროცესის მიმიდინარეობისას მოგვაწიეს. ჩვენს გვერდზე კი მაშინ აიტვირთა როცა ჩვენ პროცესზე ვიმყოფებოდით. შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დროში გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობა და პოზიციის დაფიქსირება. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია, თანასწორობისა და შეჯიობრობითობის პრინციპი და ყველაფერში შეზღუდა ბრალდების მხარე" - განაცხადა საქმის პროკურორმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა. პროცესის განახლებამდე, პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაწყვეტილების გასაცნობად ორ საათიანი გონივრული ვადა ჰქონდათ მიცემული, თუმცა როგორც სასამართლოს სხდომის განახლების შემდეგ პროკურორებმა აღნიშნეს, ორი საათი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად დრო არასაკმარისი აღმოჩნდა. პროკურორებმა გადაწყვეტილების სრულად გაცნობა ვერ შეძლეს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)