20:27 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 10:20:54, 896 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის ძალების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. „ჩვენ მივიღებთ უკეთ შეიარაღებულ, მომზადებულ, დაფასებულ და ძლიერ მოტივირებულ ჯარს, რომლიც კიდევ უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე; მოხდება ნატოსთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკით  და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება; გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარება, განათლება და წვრთნა.

„ჩვენ მიერ შემუშავებული თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში განვავითარებთ ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებას, განათლებასა და საბრძოლო მომზადებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განხორციელდება ეფექტიანი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულ დანაყოფებთან ინტეგრირება, ასევე, ნატოში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით, გაძლიერდება პარტნიორობის მექანიზმების გამოყენება.

„გლობალური გამოწვევების ფონზე, გავაგრძელებთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან; კიდევ უფრო გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის პროცესი; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის; გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას.

მინისტრის განცხადებით, ეს ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დიდ მიზანთან და გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო
პატრუშევმა დავალება გასცა, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები
ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics