02:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 14:01:15, 494 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშე ბრუნო ბალდუკთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩ რენო სალენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს საქმიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა ფრანგ სტუმრებს სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics