|
2020-09-21 16:48:58, 636 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისს ეხმიანება. უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. როგორც უგულავა აღნიშნავს, გაზრდილია დისბალანსი უცხოური ვალუტის გადინებასა და შემოდინებას შორის, ხოლო როგორც უგულავა აღნიშნავს, ამას ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები ვერ უშველის. „სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელსუფლებამ შეგვიყვანა ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, სამწუხაროდ, აქედან გამოსავალი, „ქართული ოცნების“ დარჩენის პირობებში შეუძლებელია და ლარის ქცევასაც ეს ეხება პირდაპირ და ჩვენ ამას ვხედვათ, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციას ვეღარ დაიჭერს. მათ შორის იმის გამო, რომ ეკონომიკა სულს ღაფავს და გაიზარდა დისბალანსი ფულის გადინებასა და შემოდენებას შორის, ეროვნული ბანკის ჩასხმები ამას ვერ უშველის, ეს არის დაახლოებით იგივე, რომ აისბერგი დნებოდეს და შენ ნიჩბით წყალს იგერიებდე. ამრიგად, მთავარი, ფუნდამენტური, გარდამტეხი ცვლილება არის საჭირო ქვეყანაში, იმისათვის, რომ ეკონომიკაც შესაბამისად ამ ცვლილებებს ფეხდაფეხ მიჰყვეს და ლარი დასტაბილურდეს. ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო. ამიტომ არის აუცილებელი ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილება, ანუ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)