|
2020-09-20 18:00:21, 931 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი - ეს ხელისუფლება არის ღვთისგან, არავის შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ
„ეს ხელისუფლება არის ღვთისგან, არავის შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ“ , - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებულ ხელისუფლების ნებისმიერ ღონისძიებაზე მივლენ. „შეეგუეთ, რომ ჩვენ ყველა დროში, ჩვენი თავაზიანობის მიზნით, არსებულ ხელისუფლებასთან ნებისმიერ ღონისძებაზე, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, ყველა დროში ვიქნებით. ხაზს ვუსვამ, თუ ისინი არ ითაკილებენ ეკლესიასთან ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას. ნუ სურთ ვიღაც მავან და მავანებს, რომ თავისებური ინტერპრეტაციებით ეს გამოიყენონ ისევ ეკლესიის წინააღმდეგ. არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ. ეს არის არსებული ხელისუფლება, რომელიც არის ღვთისგან და ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ჩათვლით ღვთისგან. სამწუხაროდ, არიან ოპოზიციური პარტიები, ჯერ არ მოსულან სათავეში და უკვე რა ამბავში არიან. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და იმასთან უფრო კარგი და ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს, ვისთანაც ჩვენთან აქვს“ , - განაცხადა მეუფე ანტონმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)