|
2020-09-17 12:11:26, 597 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე - არსებობს სხვა ავტორიტეტული კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას“ 56% და მეტი მხარდაჭერა აქვს
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებობს სხვა ავტორიტეტული კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას“ 56% და მეტი მხარდაჭერა აქვს. თალაკვაძის თქმით, უკვე არსებული მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. „არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 56 და კიდევ უფრო მაღალი ნდობა მოსახლეობის მხრიდან და ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შუაში. კამპანიის დასრულების შემდეგ ველით, რომ ეს მხარდაჭერა უფრო გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა არის საკმარისი იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. IRI-ის კვლევას რაც შეეხება, არაერთხელ განვმარტეთ ჩვენ, რომ ეს არის შედეგები, რომელიც დამუშავებულია ალოკაციის გარეშე,რაც არ ასახავს სრულფასოვან სურათს, თუ რა მხარდაჭერაა იმ ჯგუფებში, ვინც თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან“, - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)