06:01 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 11:35:52, 5988 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - აჭარაში ინფიცირებულთა რიცხვის კლების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს, არ არსებობს დამშვიდების საფუძველი.

როგორც მან აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეპიდემიოლოგებს ესაჭიროებათ სულ მცირე, 7 დღიანი კლების ციკლი, რის შემდეგაც ისაუბრებენ გავრცელებაზე.

„აღსანიშნავია, რომ იკვეთება რიცხვებში კლება, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, ვინაიდან ეპიდემიოლოგებს ესაჭიროებათ სულ მცირე 7 დღიანი კლების ციკლი, რაც შემდეგ მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაუბროთ გავრცელებაზე. დღესდღეობით აჭარაში 126 ინფიცირებული ფიქსირდება, სიტუაცია კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები მუშაობენ მიკვლევადობაზე. ლაბორატორიული ქსელი ასევე აწარმოებს საქმიანობას და დღის ბოლოს გვექნება უფრო მკვეთრი სურათი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 126-ის წყარო აჭარას უკავშირდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics