17:41 - 20 Oct, 2020
2020-09-15 12:50:26, 431 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე - უმძიმესი შეფასებებია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ

უმძიმესი შეფასებებია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ,  - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპარლამენტის ანგარიშს.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„ევროპარლამენტარების განცხადება კიდევ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც იჩენს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი და პირველ რიგში, არჩევნებისადმი. არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. შეფასებები არის უმძიმესი. კვლავ არის ნახსენები, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნათქვამია, რომ ქვეყანაში კვლავ არის პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ მოუწოდებენ რომ განთავისუფლებული იქნას გიორგი რურუა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

,,პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics