15:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 19:03:49, 2118 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი მედიაზე - მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც

„მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც“ , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართმადიდებელი ერი ვართ და ამიტომ მოწყალებას იჩენენ კრიტიკული მედიის მიმართ.

„რამდენი ხანია, ეკლესიაზე მიდის შეტევა. ისევ პრესით, ტელევიზიებით. მე ამას ჟურნალისტებს არ ვაბრალებ. წინა ქადაგებაშიც ვთქვი, ტელევიზიის მეპატრონეები რა შეკვეთასაც მისცემენ, ჟურნალისტი იმას გააკეთებს. რომელ თავისუფალ ტელევიზიაზე, პრესაზე ან ჟურნალისტზეა ლაპარაკი. რაღაცას შეუკვეთავენ, დაუწერენ...

თქვენც უნდა რაღაცნაირად წინ აღუდგეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ... უცხოეთში კარგად ხედავთ, რომ რაღაც იყო, შარლი ებდოს ამნავი გახსოვთ და შეუვარდნენ და რა სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ ხომ მასე არა ვართ? მართლმადიდებელი ქრისტიანები და რადგან მასეთები არა ვართ და მოწყალებას ვიჩენთ ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ...

რომელ კრიტიკაზე დამიწყეს ლაპარაკი? კრიტიკა კი არა, ეკლესიის მტრები არიან ჩვეულებრივი, კარგად იცოდნენ, რა. მტრები არიან და ეს უნდა უთხრან. მე წინაზეც მოვუწოდე ჩვენს მეუფეებს, რომ ამოიღონ ხმა. მათ გადახედონ, რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ ხელმძღვანელები ვინ არიან და იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ - ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ. იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც. თუ არ უნდათ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია მიხედონ თავიანთ საქმეებს“, - განაცხადა  მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics