|
2020-09-07 15:09:45, 4800 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება და სასჯელაღსრულების საკანში აღმოჩნდება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ის სასჯელაღსრულების საკანში აღმოჩნდება. მისივე თქმით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიებიც აღიარებენ, რომ მისი დანაშაულის თანამზრახველები არიან. „ამ ადამიანმა ფაქტობრივად 10 დღის უკან უმძიმესი დანაშაულები აღიარა საკუთარი პირით. ამის შემდეგ ოპოზიცია მას ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ესენი არიან ჩვენი პოლიტიკის წარსულები, რადგანაც აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და ამ დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიებიც აღიარებენ, რომ ისინი არიან თანამზრახველები ამ დანაშაულებში. ამიტომ, ერთადერთი რაც მისი ჩამოსვლის შემდეგ მოხდება არის ის, რომ აღსდგება სამართლიანობა და ის აღმოჩნდება სასჯელაღსრულების საკანში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ დეტალებს დღეს გააჟღერებს. პარალელურად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)