16:45 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 14:51:26, 2979 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის წინ თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ყველა ძირძველმა ქუთაისელმა იცის ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლის მნიშვნელობა და თამარ დახუნდარიძის სახელი, ლეგენდარული პედაგოგის და მრავალი წლის მანძილზე მესამე სკოლის დირექტორის, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა პედაგოგის და დირექტორის ეტალონად ითვლება, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა.

მერობის კანდიდატი ღონისძიებას მაჟორიტარობის დეპუტატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე, თამარ დახუნდარიძის ძმისშვილი ირაკლი დახუნდარიძე იმყოფებოდა.

"ქუთაისელი უნდა იყო, რომ ჩაწვდე ამ მოვლენის მნიშვნელობას და არსს. ამავდროულად უნდა გტკიოდეს გული თითოეულ თანაქალაქელზე  და ქართველზე, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ფაქტიურად ჩვენი შვილების სულს ვანდობთ, განვუმტკიცოთ ავტორიტეტი, შევინარჩუნოთ მოწიწება პედაგოგების მიმართ  იმდენად, რომ მათი სახელი და პროფესიონალიზმის ამბავი თაობიდან თობას გადაეცემოდეს, როგორც ეს მოხდა ლეგენდარული თამარ დახუნდარიძის შემთხვევაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics