17:06 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 12:43:07, 2755 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლები და მოხდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლების მიმართ.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში დაიხურება სკოლებიც.

„არაერთხელ, ჩემს კომუნიკაციაში, ვეცადე განმემარტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას. რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, მოხდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა და აღსრულება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics