|
2015-09-12 11:00:04, 684 ნახვა
სამართალი
შსს-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გოჩა ნ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული გურამ ა. და 1986 წელს დაბადებული ჯემალ ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გოჩა ნ-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე, ორ თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ მოჭრა 500 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი და წასაღებად გაამზადა. სამართალდამცველებმა გოჩა ნ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, თანამზრახველებმა კი მიმალვა მოახერხეს. „პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე თანამზრახველი წალკა-თეთრიწყაროს ავტომაგისტრალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. გურამ ა-მ და ჯემალ ა-მ აღიარეს, რომ რამდენიმე დღის წინ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი მოიპარეს და წალკაში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მიტოვებულ შენობაში გადამალეს. სამართალდამცველებმა ყველა მოპარული სადენი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)