12:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 16:00:39, 1042 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება. მათ შორის, მესამე მიკრორაიონის N13 კორპუსთან, ე.წ. წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები დაახლოებით, 161 გრძივ მეტრზე ხორციელდება და ექვსი სადარბაზოს ქსელი იცვლება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 360 ლარია გათვალისწინებული.

ამავე პროგრამის ფარგლებში, მერვე მიკრორაიონის N26 კორპუსში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაოები, მუხიანის პირველი მიკრორაიონის N15 კორპუსის ორივე სადარბაზოში კი დაზიანებული კიბეების რეაბილიტაცია დასრულდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 83 პროექტი უკვე განახორციელა, 35 კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics