2020-08-13 20:16:02, 1491 ნახვა
საზოგადოება
თმის ჩაბრუნება
ჩაბრუნებული თმა არის - თმის ღერი, რომელიც კანქვეშ იზრდება და ზედაპირზე არ
ამოდის. ზოგჯერ, სხეულზე არსებული მკვდარი კანი ბლოკავს თმის
ფოლეკულას.სწორედ ამის გამო თმის ღერი ვეღარ ახერხებს კანის ზედაპირზე ამოსვლას
და ამის ნაცვლად მასში იზრდება. ჩაბრუნებული თმა იწვევს ანთებით პროცესს და
საკმაოდ ძლიერ ტკივილს. არსებობს გარკვეული ზონები სხეულზე, სადაც ხშირად
ხდება თმის ჩაბრუნება. მაგალითად: სახე, კისერი, ფეხები, იღლია, ზურგი და ბოქვენი.
ჩაბრუნებული თმა შეიძლება აწუხებდეს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ის უფრო ხშირად
გვხვდება მათში, ვისაც აქვს ბუნებრივად ხვეული, ან უხეში თმა. ის ხშირად ახასიათებთ
ადამიანებს, რომლებიც იშორებენ თმას სხეულზე ცვილით, პარსვით ან პინცეტით.
ჩაბრუნებული თმა ძალიან აღიზიანებს კანს, თუმცა ამის გარდა აქვს რამდენიმე
დამახასიათებელი სიმპტომიც:
1. პატარა ზომის, მყარი ამობურცულობა კანზე (პაპულა)
2. მცირე ჩირქოვანი წყლულის მგავსი დაზიანება (პოსტულა)
3. კანის კონკრეტული ზონის გამუქება
4. ტკივილი, წვა
ზოგადად ჩაბრუნებული თმის მოშორება არ მოითხოვს კონკრეტული სპეციალისტის
ჩარევას, ან სხვა მსგავს გართულებებს. თუმცა უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში
შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია, ჰიპერპიგმენტაცია, დარჩეს კანზე შრამი
და ა.შ.
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სხეულზე ჩაბრუნებული თმა, არსებობს რამდენიმე
მეთოდი, რომლის საშულებით შესაძლებელია რისკის შემცირება. არ არის
რეკომენდირებული თმის მოშორება პინცეტით, ცვილით, ან ჩვეულებრივი
მრავალჯერადი/ერთჯერადი საპარსით. იმ შემთხვევაში თუ ჩამოთვლილი
მეთოდებიდან, რომელიმეს მაინც იყენებთ, აუცილებელია თმის მოცილებამდე თბილი
წყლით დაიმუშაოთ კანი,იმისათვის, რომ თმის ღერი დარბილდეს. მოშორების შემდეგ,
კი უნდა დამუშავდესს კანი კონკრეტული კოსმეტიკური საშუალებებით.
თუმცა მსგავსი გაღიზიანების შემთხვევაში უმჯობესია ექიმს დაუკავშირდეთ,
REDMED-ით შეგიძლიათ მარტივად აარჩიოთ სპეციალისტი, ვიდეოზარით აჩვენოთ
გაღიზიანებული ლოკაცია ან გაუგზავნოთ ფოტოები, ამგვარად დაზოგავთ დროს და
აირიდებთ ღელვას.
ავტორი: R (რეკლამა),