08:57 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 20:14:01, 1411 ნახვა

საზოგადოება
ტკივილი თავის არეში

თავის არეში ტკივილი, მეტად უსიამოვნოდ ჟღერს და ნამდვილად დიდ დისკომფორტს

გვიქმნის. ამ დროს ჩვენი ფუნქციონალურობა თითქმის ნულამდეა დასული. პრობლემა
საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ზოგ ადამიანს ძალიან ხშირად ზოგს კი საკმაოდ
იშვიათად აწუხებს.
მიუხედავად იმისა, რომ თავის არეში უსიამოვნო შგერძნებების ქონა საშიშად და
შემაშფოთებლად ჟღერს, ძალიან იშვიათია, რომ ის თქვენი სიცოცხლისთვის საფრთხის
შემცველი დაავადებით იყოს გამოწვეული.
მედიცინაში ეს ჩვენება ორ ნაწილად იყოფა, ერთ შემთხვევაში ის არ არის სხვა
დაავადებით გამოწვეული, ხოლო მეორე შემთხვევის დროს, როცა ის სხვა დაავადებით
არის გამოწვეული, თავის ტკივილს თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის
მიყენება არ შეუძლია.
რათქმა უნდა, არსებობს შემთხვევები როდესაც თავის ტკივილი სერიოზულ
პრობლემაზე მიგვითითებს. ესენია: სუნთქვითი დარღვევები, ინფექციები, რომლებიც
თავის და ზურგის ტვინს აზიანებენ, თავის ტვინის მფარავ ქსოვილებში აღმოჩენილი
სისხლჩაქცევები, საფეთქლის არტერიიტი, სხვა სახიფათო ინფექციები, როგორიცაა
მენინგირი და ტუბერკულიოზი და სხვა.
ზოგი ასეთი დაავადება მაგალითად, ტვინის სიმსივნეები, სისხლჩაქცევა, სისხლდენა ან
ქალასშიდა ვენური ჰიპერტენზია, ქალაში წნევის გაზრდას იწვევს. ბევრი მათგანი
ადრეულ სტადიაზევე ვლინდება თავის ტკივილით, მაგ. ლაიმის დაავადება, კლდოვანი
მთების ლაქოვანი ცხელება, მძიმე გრიპიც კი. მათი მიმდინარეობა შეიძლება საკმაოდ
სერიოზული და მძიმე აღმოჩნდეს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ არსებობს ორნაირი, პირველადი და მეორეული თავის
ტკივილები.
პირველადი თავის ტკივილის სახეებს მიეკუთვნებიან:
● დაძაბულობის თავის ტკივილი
● ჯგუფური, იგივე კლასტერული თავის ტკივილი
● შაკიკი
ყველაზე გავრცელებულია დაძაბულობის თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი
მსუბუქი ან საშუალო სიმძლავრის არის და თავზე მოჭერის შეგრძნებით ვლინდება.
კლასტერული თავის ტკივილი ძლიერი და მბურღავია, ვითარდება თავის ცალ მხარეს
თვალის გარშემო, ხანგრძლივობა 30-60 წუთი. შაკიკი მძიმე ან საშუალო სიმძიმის
ტკივილით ხასიათდება, გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე.

ამ შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს ტავის კტ ან მრტ, რომ სხვა დაავადებები
გამოირიცხოს, განსაკუთრებით თუ ტკივილი ახლახან დაიწყო ან მისი სიმპტომების
თავისებურებები შეიცვალა.
თავის ტკივილის დროს მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია, რაც მარტივად
შეგიძლიათ REDMED-ის მეშვეობით, პლატფორმაზე აარჩევთ ექიმს, დისტანციური
კონსულტაციის დროს და თქვენივე მოწყობილობით, ნებისმიერ ადგილზე მიიღებთ
სრულყოფილ კონსულტაციას.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics