01:27 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 14:36:32, 6032 ნახვა

სამხედრო
შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობის ისტორია.

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, თანადგომა გამოუცხადა და გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინდისის ბრძოლა არის თანამედროვე ისტორიაში შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია. „ეს გმირობის ის მაგალითია, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ, ამ ჩვიდმეტმა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა მან.

დღესვე, სასულიერო პირებმა გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივ მოსახლე ბადრი (ახმეტა) ხუციშვილთან ერთად დაათვალიერა. მან ბადრი ხუციშვილს მადლობა გადაუხადა შინდისის ბრძოლის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენისთვის, სამხედროების ოჯახში შეფარებისა და უანგარო ზრუნვისთვის. მისი განცხადებით, ასეთ თანამედროვე გმირებს საზოგადოება უნდა იცნობდეს. შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics