|
2020-08-09 12:19:29, 1338 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე, კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულ სემინარზე, კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს. სემინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოში არსებული თესლის სერტიფიცირების სისტემაზე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, რეკომენდაციებსა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს. სემინარის მონაწილეებმა, CIP-ის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში გამოყვანილი კარტოფილის ჩითილები დარგეს. აღნიშნული პროგრამა საქართველოში კარტოფილის მოყვანის ინოვაციური 3G ტექნოლოგიის შემუშავებას გულისხმობს. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრისა (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სნოში კარტოფილის პირველი სამოდელო სამაცივრო საცავი „CoolBot” გახსნა და მუშაობის პრინციპებს გაეცნო. „ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სერტიფიცირების მიმართულებით, რაზეც აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება კარტოფილის თესლის სავალდებულო სერტიფიციების სისტემის დანერგვა-შემუშავება. პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ხარისხიანი სათესლე მასალით. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე და ინოვაციური პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია. დღევანდელი პროექტიც ერთდგვარი ინოვაცია, რომელიც გულისხმობს კარტოფილის სათესლე მასალიდან ნერგების გამოყვანას და ღია გრუნტში გადარგვას”, - განაცხადა ხატია წილოსანმა. აღსანიშნავია, რომ პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)