|
2020-08-06 15:58:47, 2774 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა
დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი გამოცემის „ილია და თბილისის“ წარდგენა გაიმართა. ახალი გამოცემა, მუშაობის ოთხი წლის ანგარიში, განახლებული ვებგვერდი და მომდევნო ოთხი წლის სამუშაო სტრატეგია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ წარადგინა. ღონისძებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები მარიკა დარჩია და თამარ ტალიაშვილი. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ამ ოთხი წლის განმავლობაში, არამხოლოდ ახალი სამუზეუმო სივრცეები შეიქნა დედაქალაქში, არამედ სისტემური ცვლილებები განხორციელდა. მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყველა თანამშრომელს, რომლებმაც უდიდესი ზრუნვით შემოგვინახეს ჩვენი ისტორია. სასიხარულოა, რომ დღეს ეს გაერთიანება არის თანამედროვე ორგანიზაცია, რომელიც ყველა გამოწვევას პასუხობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მუზეუმები თანამედროვე სტანდარტებითაა წარმოდგენილი და ფართო აუდიტორიის ინტერესებზეა მორგებული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ქ. თბილისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თბილისის 9 მემორიალური მუზეუმის რეორგანიზაციის (გაერთიანების) შედეგად, 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)