|
2020-08-06 13:59:40, 2414 ნახვა
საზოგადოება
UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. ანდრია ბასილაია მიუსაფარ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, თავშესაფრის მობინადრეებს და ხელმძღვანელობას გაესაუბრა და მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა. მერის მოადგილე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარების ფარგლებში, თბილისის მიუსაფართა თავშესაფრისთვის საყოფაცხოვრებო ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრო. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ. „დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად, ვეწვიე მიუსაფართა თავშესაფარს, რომელსაც UNDP–მ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, განათლების კომპონენტის დანერგვის მიმართულებით UNDP–ის მხრიდან დახმარებაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ წარმოშობილი კრიზისის დასაძლევად და მიუსაფარ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ლილოში მდებარე მუნიციპალურ თავშესაფარს საყოფაცხოვრებო ინვენტარი გადაეცა. „მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მენახა უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილის ეს დაწესებულება და ბედნიერი ვარ, რომ UNDP-მ მცირედი წვლილი შეიტანა მათი პირობების გაუმჯობესებაში. ძალიან მომეწონა ბენეფიციართა მოვლის ხარისხი, გავესაუბრე მათ და მოხარული ვარ, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურს და ცხოვრების ნორმალურ პირობებს“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. თბილისის მერიის მიუსაფართა თავშესაფარში, დღეისათვის 103 ბენეფიციარი ცხოვრობს. მიუსაფარი პირები, თავშესაფარში კვებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგის დახმარებით და ტანსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)