|
2020-08-06 12:23:59, 3181 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - გამოძიების დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ის ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც შეხვდება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯასხ. მისივე თქმით, ის ვალდებულია პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუცებს და დაელოდოს გამოძიების დასრულებას. „მე, პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო, უდიდესი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა გოგო, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე, მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. არავის არ მივცემ უფლებას გაგრელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ყველამ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელიგიტიმაცია არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებითვის ხვალ. მე მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, მას შემდგომ რაც გამოძიება დასრულდება შეხვედრის პრობლემა, მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა, ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“ , - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)