21:36 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 12:12:44, 2646 ნახვა

კომენტარი
მიხეილ რამიშვილი - შსს-ს გადაწყვეტილი აქვთ ბაჩალიაშვილის საქმეზე არაფერი გამოიძიოს - ხელს აფარებენ იმ ჯგუფს, რომელიც ამაშია ჩართული

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშივლის განცხადებით, შსს-ს გადაწყვეტილი აქვთ ბაჩალიაშვილის საქმეზე არაფერი გამოიძიოს.

მისი თქმით, უწყება ხელს აფარებს იმ ჯგუფს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეშია ჩართული.

„ალბათ, ყველა კარგად გავეცანით გუშინ შსს-მ როგორი განცხადება გააკეთა, რა გაასაჯაროა. ესაა ლეპტოპზე ექსპერტიზა, რომ ჩატარდა და ამოღებულ იქნება ე.წ ვებსაიტზე შესვლა როგორ ხორციელდებოდა, რა ვენბსაიტი იქნა დათვალიერებული თამუნას მიერ. ესაა მიზანმიმართული განაჩენი გაკეთებული და პირდაპირ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არანაირი ქმედება და გამოძიება არ განხორციელდება. ანუ რას გულისხმობს, როდესაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი გამობრძანდა და თქვა რომ არსებობს ფსიქოლოგი, რომელიც 22-შივე დაიკითხა და არსებობს აბები და წერილი, რომელიც დაილუქა და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ თითქოს დაეს ყველაფერი დაკავშირებული იყო თქვითმკვლელობასთან. რომ მოვითხოვეთ თუ რა წერილი გაუგზავნეს აშშ-ს საელჩოს, წერილი არ გვაჩვენეს და საღამოსვე საზოგადოებაში ორგანიზებულად დაიწყეს იმის გავრცელება, რომ ბავშვი თითქოს შედიოდა ისეთ საიტებზე, სადაც ნახულობდა, რომ მოკვდებოდა რა დაემართებოდა „ფეისბუქსა“ და ა.შ. მთელი ლეპტოპი არის გაუბედურებული,წაშლილია ყველაფერი და ეს მიემართება იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ არაფერი არ გამოიძიონ და ხელს აფარებენ მკვლელობასა და იმ ჯგუფს, რომელიც ამაშია ჩართული“, - განაცხადა რამიშვილმა.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics