01:22 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 18:54:09, 2091 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან არამარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებს

რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრივად,  ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სხვა შესაძლო ფრენებიც  გაიხსნება.

„აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით, დაფრინავს კომპანია „ლუფტჰანზა", „ეარ ფრანსის" პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხვალ კი განხორციელდება „ეარბალტიკის" პირველი რეისი - რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, კომპანია „აირზენა" ასრულებს კომერციულ ჩარტერებს - 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში და სულ ახლახან, პარიზის რეისი ჩამოფრინდა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განმარტებით,  ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით არ არის ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს, რათა სიტუაცია კვლავ ეფექტურად მართვადი იყოს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, რაც მიმდინარე ავიარესიების დადებითი შედეგია.

„ავიარეისების უდიდესი უმრავლესობა - მგზავრების სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიოტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა", - განაცხადა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics